ოზურგეთიდან ერთი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს.
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კარანტინში გადაყვანილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრია.
„მამაკაცი მარნეულიდან ჩამოვიდა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. იგი უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, თუმცა, დაარღვია იზოლაციის წესები. გამოძახებულ იქნა კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მამაკაცი იძულებით გავგზავნეთ მახინჯაურში. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მერის მოადგილე, ირაკლი სირაძემ.