მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.