ოთარ დანელია - პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს
პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუნდის შიგნით შესაბამისი რესურსი უნდა გამოიძებნოს.
„თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ პროცესმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს და საპარლამენტო სივრცეში დარჩეს, ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. გუნდური გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს, დაბრუნდეს თუ არა საკითხი განხილვაში. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. რაც შეეხება აქციებს, აქციები ყოველთვის არის დესტაბილიზაციის რისკი, ამიტომ პრევენცია უნდა გავაკეთოთ და პროცესები საპარლამენტო სივრცეში დავაბრუნოთ. ამის რესურსი არსებობს. გუნდიდან წასვლას ამ ეტაპზე არ განვიხილავ, რადგან უმრავლესობის შიგნით ბევრი სამუშაო მაქვს და ჩემს რესურს ამოვწურავ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.