ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიას მსახიობი კევინ ჰარტი გაუძღვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კინოაკადემია ავრცელებს.
„შეეგებეთ ჩვენს ახალ წამყვანს და დაელოდეთ 24 თებერვალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.
წლის მთავარ კინომოვლენას ტრადიციულად, დოლბის თეატრი უმასპინძლებს.