ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

18:46, 09.07.2024

ქართველ მსახიობს, ქეთევან კიკნაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს თეატრიდან 12 ივლისს, 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი