ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიას მსახიობი კევინ ჰარტი გაუძღვება
ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიას მსახიობი კევინ ჰარტი გაუძღვება

ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიას მსახიობი კევინ ჰარტი გაუძღვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კინოაკადემია ავრცელებს.

„შეეგებეთ ჩვენს ახალ წამყვანს და დაელოდეთ 24 თებერვალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

წლის მთავარ კინომოვლენას ტრადიციულად, დოლბის თეატრი უმასპინძლებს.