ორთაჭალაში ხე წაიქცა, რომელიც გზაზე მოძრავ ავტომობილს დაეცა.
ავტომანქანაში ფეხმძიმე ქალი და მისი მეუღლე ისხდნენ. მომხდარის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი.
ხის წაქცევის გამო, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.