ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
ავარიისას ერთი ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის საავდმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.