სოფელ ორსანტიაში ხანძრის შედეგად ხაზალიების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება – ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ასევე, სამასალე მერქანს გამოუყოფს.
2019 წლის იანვრიდან დაზარალებულებს შესაძლებლობა ექნებათ, „უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩაერთონ.