ორი ქართველის ორი მედალი ატაცში - პოლონეთში მძიმეწონოსნებიც იგებენ
ორი ქართველის ორი მედალი ატაცში - პოლონეთში მძიმეწონოსნებიც იგებენ

პოლონეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპირველობაზე დღეს ოთხივე ქართველი კვარცხლბეკზე ავიდა. ანასტასია გოტფრიდისა და დავით ხეცურიანის შემდეგ, ატაცში მედლები ორივე მძიმეწონოსანმა დაისაკუთრა. გიორგი ჩხეიძემ ვერცხლი აიღო, ბაქარ თურმანიძემ კი ბრინჯაო მოიპოვა.

გიორგი ჩხეიძემ 183 კგ. აიტაცა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ბაქარ თურმანიძემ კი 182 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება ორივე ქართველი როგორც ამ დისციპლინაში ისე ორჭიდშიც მედლების მოპოვების პრეტენდენტია.