საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 სექტემბერს მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 სექტემბერს მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება #1TVSPORT

კვირას, 17 სექტემბერს ფიცარნაგზე მძიმე წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.

17 სექტემბერი

15:00 | ბაქარ თურმანიძე (+109 კგ.)

17:30 | ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

ერევანში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – მან 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა, რითიც მეოთხე ადგილზე გავიდა.

ლაშამ აკვრაში 246 და 252 კგ დააფიქსირა და ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო თურმანიძე 210 და 216 კგ-ს გაუმკლავდა და მეხუთეზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

17 საათსა და 30 წუთიდან რეპორტაჟს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.