დავით ხეცურიანის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი
დავით ხეცურიანის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი

საქართველოს ძალოსანთა ახალგარდული ნაკრების წევრმა, დავით ხეცურიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს  ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დავით ხეცურიანმა ატაცში სამივე ცდა (167, 171, 174) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

აკვრაში ხეცურიანმა 201 კილოგრამი დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით ხეცურიანმა ორჭიდის ჯამში, სადაც მისი შედეგი 375 კგ. იყო.

შეგახსნებთ, რომ დღესვე სამი მედალი, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ანასტასია გოტფრიდმაც (90 კგ.) დაიმსახურა.