ანასტასია გოტფრიდის სამი მედალი პოლონეთიდან [ვიდეო]

პოლონეთში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გოტფრიდმა (+90 კგ.), ატაცში აღებულ ვერცხლის მედალს, აკვრასა და ორჭიდში მოპოვებული ბრინჯაოებიც დაუმატა.

გოტფრიდმა აკვრაში პირველი ორი ცდა გამოიყენა (115 კგ. 120 კგ.) მესამე (123 კგ.) კი არბიტრებმა დაფიქსირებულად არ ჩაუთვალეს.

ოქროს მედლები სამივე დისციპლინაში, გოტფრიდის ისტორიული სამშობლოს წარმომადგენელმა, ანასტასია ლისენკომ აიღო