ოქტომბერში საქართველომ რუსეთისგან 194 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში 196.68 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. აქედან 99 პროცენტი (194.02 კვტ.სთ) რუსეთზე მოდის.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 15 პროცენტით შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ოქტომბერში დაფიქსირებული თბილი ამინდები იყო.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, იმპორტის მოცულობა დაახლოებით 1217 მილიონი კვტ.სთ-ს იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.