„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ჰარი კეინი ლიდერობს
„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ჰარი კეინი ლიდერობს

მოახლოებული საფეხბურთო უქმეების წინ, ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი  2017-18 წლების “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ლიდერობას აგრძელებს.

ინგლისელ თავდამსხმელს 24 გოლი აქვს გატანილი, თუმცა მას ოთხი მდევარი ჩამორჩება, რომლებსაც 23 გოლი დაუგროვდათ. მათ შორის არის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი.

“ოქროს ბუცისთვის” მებრძოლი პირველი ათეული:

გ/კოეფ/ქულა

1. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 24/2/48
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 23/2/46
2. ედინსონ კავანი (პსჟ) 23/2/46
2. ჩირო იმობილე (ლაციო) 23/2/46
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) 23 2 46
6. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 21/2/42
7. მაურო იკარდი (ინტერი) 20/2/40
7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 20/2/40
9. ნეიმარი (პსჟ) 19/2/38
10. ჟონასი (ბენფიკა) 25/1,5 /37,5

“ოქროს ბუცის” რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე. გოლი, რომელსაც იტანენ TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში, ორ ქულად ფასდება.

2017 წელს “ოქროს ბუცის” მფლობელი ლიონელ მესი გახდა.