„ბაიერნის“ ექსნახევარმცველმა მიუნხენურ კლუბს ჰარი კეინის გაყიდვისკენ მოუწოდა #1TVSPORT
„ბაიერნის“ ექსნახევარმცველმა მიუნხენურ კლუბს ჰარი კეინის გაყიდვისკენ მოუწოდა #1TVSPORT

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა დააყენა საკითხი – გახდა თუ არა მიუნხენური კლუბი უკეთესი ინგლისელი ფორვარდის ჰარი კეინის შეძენის შემდეგ. „ბაიერნმა“ 2023-24 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა, თუმცა კეინი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„საკლუბო ოფისში მე, რა თქმა უნდა, დავაყენებდი საკითხს: იქნება მათთვის უმჯობესი, ანგარიშზე ჰქონდეთ 100 მილიონი ევრო, კეინი კი დააბრუნონ ბრიტანეთში? „ბაიერნმა“ გასულ სეზონში კეინის გარეშე უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მასთან ერთად. ის არ იყო იაფი და 100 მილიონი ევრო ღირდა. იქნებოდა თუ არა უკეთესი, მის ადგილას მატის ტელი ყოფილიყო? რამდენი ტიტული მოიგო მან?

„ბაიერნმა“ კარგად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“, კეინი კი ძლივს ჩანდა. ასევე თითქმის არ ჩანდა „რეალის“ წინააღმდეგ: შეეძლო 2:0 გაეხადა ანგარიში, მაგრამ ბადეს გარედან მოარტყა. შემდეგ მე-80 წუთზე გავიდა მოედნიდან ზურგის პრობლემებით. სიმართლე გითხრათ, „ბაიერნის“ არ მშურს“, – განაცხადა ჰამანმა.