ჰარი კეინი ინგლისის ნაკრებში თავის მომავალზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

13:02, 16.07.2024

ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა ეროვნულ გუნდში თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაცით, „ბაიერნის“ თავდამსხმელი არ აპირებს ინგლისის ნაკრებში თამაშის დასრულებას.

აღნიშნავენ, რომ ფორვარდის გეგმებშია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში.

ევრო 2024-ზე ჰარი კეინმა სამი გოლი გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი თანაბომბარდირი გახდა. ფინალში ინგლისმა 1:2 წააგო ესპანეთის ნაკრებთან.

მსგავსი