ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა ეროვნულ გუნდში თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაცით, „ბაიერნის“ თავდამსხმელი არ აპირებს ინგლისის ნაკრებში თამაშის დასრულებას.
აღნიშნავენ, რომ ფორვარდის გეგმებშია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში.
ევრო 2024-ზე ჰარი კეინმა სამი გოლი გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი თანაბომბარდირი გახდა. ფინალში ინგლისმა 1:2 წააგო ესპანეთის ნაკრებთან.