ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრებმა პლენარული სხდომის დარბაზი დატოვეს, მათ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს – „მონებო“. ოპოზიციის პროტესტი ნიკა მელიას საკითხზე ჩატარებულ კენჭისყრას უკავშირდებოდა.
საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, სამმა დეპუტატმა, მათ შორის ორმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.