ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გაეცნო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, ორმა დეპუტატმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.

საკითხს მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა:

ირაკლი აბუსერიძე, რევაზ არველაძე, გია ბენაშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გიგა ბუკია, ზაზა გაბუნია, გიორგი გაჩეჩილაძე, რუსლან გაჯიევი, ელგუჯა გოცირიძე, გოგა გულორდავა, ოთარ დანელია, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, აკაკი ზოიძე, ცოტნე ზურაბიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი თორთლაძე, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, გიორგი კახიანი, პაატა კვიჟინაძე, შალვა კიკნაველიძე, სოფო კილაძე, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, კარლო კოპალიანი, გიორგი კოპაძე, სვეტლანა კუდბა, კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, გრიგოლ მიქელაძე, ენზელ მკოიანი, გიორგი მოსიძე, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, თამაზ ნავერიანი, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, სიმონ ნოზაძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, გელა სამხარაული, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი სესიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ალექსანდრე ქანთარია, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ოთარ ჩრდილელი, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, ნინო წილოსანი, ივლიანე წულაია, გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, არჩილ ხაბაძე, ფატი ხალვაში, გიორგი ხატიძე, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა ოდიშარია და მირიან წიკლაური.

თავდაპირველად, ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით შეიქმნა გაურკვევლობა. კერძოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბექა ოდიშარიას ხმა არ მიუცია, თუმცა, მოგვიანებით პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განმარტება, რომ მან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო და ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა.

„საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. პარლამენტის წევრის განცხადებით, მან ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლის, მირიან წიკლაურის განცხადებით კი, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. მისი განცხადებით, ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო უმრავლესობის მეორე დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა რეგისტრაცია არ გაიარა.