„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს. მანამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, გეოლოკაციის კადრები ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე პოზიციები დაიკავეს.

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალები სავარაუდოდ ზედმეტად სუსტია, რომ ხელი შეუშალონ უკრაინის ძალების მდინარე ოსკოლის გასწვრივ წინსვლას, თუკი უკრაინა შეტევით ოპერაციას გააგრძელებს.