ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები
ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის, ბელგიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები.
როგორც მედია წერს, ჯასტინ ტრიუდო, ალექსანდრე დე კრო და ჯორჯია მელონი დასავლეთ საზღვრიდან მატარებლით ჩამოვიდნენ.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, კანადის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ამ მხარდაჭერის დასადასტურებლად, მე კიევში ვარ“, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სოციალურ ქსელში.
იტალიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გეგმავს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვიდეკონფერენციის მოწყობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანას როტაციული პრინციპით სწორედ იტალია წარმოადგენს. აღნიშნულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ამასთან, რამდენიმე საათით ადრე, კიევში ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტიც, ურსულა ფონ დერ ლაიენი.