„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ აღდგენა დღის წესრიგში დგას
ტელეკომპანია „იბერია“ განაახლებს მაუწყებლობას, უბრალოდ ეს პროცესი დროის ამბავია, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას“ მუშაობის აღდგენა წესრიგში დგას.
„ტელეკომპანია დაიხურა იმის გამო, რომ პარალიზებული იყო „ომეგა ჯგუფი“ სხვა კომპანია. ფინანსური რესურსები უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ტელეკომპანიის მუშაობის აღდგენა დღის წესრიგში დგას, უბრალოდ ეს დროის ამბავია. კომპანია იმედია, დაიბრუნებს თავის ბაზრის წილს, შემოსავლების რაოდენობაც უკვე გაიზრდება და მერე მოხდება ტელეკომპანია „იბერიას“ აღდგენა. ტელეკომპანია განაახლებს მაუწყებლობას, უბრალოდ დროის ამბავია ეს პროცესი”, – განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა.
ლევან აღდგომელაშვილმა პირველ არხთან ზაზა ოქუაშვილის პრესკონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო, ოქუაშვილის ლონდონიდან ჩართვა ვერ მოხერხდა.