ოლივერ ვარჰეი - შევხვდი შალვა პაპუაშვილსა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, იმედისმომცემი იყო დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე
ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ წერს.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იმედისმომცემი იყო დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
„შევხვდი სპიკერ შალვა პაპუაშვილსა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის განხორციელების მდგომარეობა. ეს იმედისმომცემი დისკუსია იყო, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს პრიორიტეტების შესრულებაზე. საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.