ოლივერ ვარჰეი – შევხვდი შალვა პაპუაშვილსა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, იმედისმომცემი იყო დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე
ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ წერს.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იმედისმომცემი იყო დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
„შევხვდი სპიკერ შალვა პაპუაშვილსა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის განხორციელების მდგომარეობა. ეს იმედისმომცემი დისკუსია იყო, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს პრიორიტეტების შესრულებაზე. საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
#Georgia #Tbilisi – Met w/ Speaker @shpapuashvili and representatives of all political groups
We discussed the state of implementation of 1️⃣2️⃣priorities
It was encouraging discussion that Parl works hard on delivering on the priorities.
🇬🇪Parl plays an essential role. pic.twitter.com/aDGrLO1jJ7— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 16, 2022