„ოლიმპიკოსი“ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს
საბერძნეთის საფეხბურთო კლუბი „ოლიმპიკოსი“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს. ამასთან, სპორტსმენები საბანკო ანგარიშს გახსნიან, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ.
„ასეთ რთულ დროს ჩვენ, ბერძნები ერთად უნდა დავდგეთ და დაზარალებულებს დავეხმაროთ“, – განაცხადეს საფეხბურთო კლუბში.
ათენთან ხანძარს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე, 74 ადამიანი. 187 დაშავებულიდან, 71 ზრდასრული და 23 მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება. 130 პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ლოკალიზებას 500-მდე მეხანძრესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეებიც ცდილობენ.