ოლექსი გონჩარენკო - რუსეთის ფედერაციამ ევროსაბჭოს ფული გადაუხადა
ოლექსი გონჩარენკო - რუსეთის ფედერაციამ ევროსაბჭოს ფული გადაუხადა

გადახედეთ ამ ანგარიშს, თქვენ ვერ იპოვით ამ დოკუმენტში სიტყვა „ყირიმს“, ვერ იპოვით სიტყვა „საქართველოს“, თუმცა ნახავთ, რომ დიდი მიღწევაა – რუსეთის ფედერაციამ გადაუხადა ფული ევროსაბჭოს, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ.

„ისინი ფიქრობენ, რომ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და მნიშვნელოვანი ღირებულებები. რუსეთის ფედერაციამ გადაიხადა 70 მილიონი. ასე რომ, ეს ძვირი ფასი არ არის. 25 მილიონი ადამიანის უფლებებისთვის, 25 მილიონი კანონის უზენაესობისთვის, 25 მილიონი დემოკრატიისთვის. ნამდვილი ფასდაკლებაა. ახლა კი დაიწყო საშობაო ფასდაკლება. 13 ათასი უკრაინელი მოკლეს – 5 ათასი თითო მოკლული ადამიანისთვის. ეს კარგი ფასია მკვლელობის ლიცენზიისთვის და ისინიც კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლსბერიში… ახლა შემიძლია გითხრათ, რა იქნება შემდეგი. ძალიან სიმბოლურია, რომ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ბატონი ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. თქვენ ყველამ იცით დიდი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი და მისი რომანი „ანა კარენინა“ და ეს ასამბლეა, ანა კარენინას მსგავსად, მოქცეულია ევროპულ ღირებულებებსა და რუსულ ფულს შორის. როგორც ჩანს, რუსული ფული იმარჯვებს და ჩვენ, როგორც ანა კარენინა თავს ვიკლავთ და მატარებელს ვუვარდებით, სწორედ ეს გვემართება დღეს“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.