ოლაფ შოლცი - ყოველთვის მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ფორმატების შექმნას უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ დიდი მონაწილეობა მსოფლიოდან
ოლაფ შოლცი - ყოველთვის მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ფორმატების შექმნას უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ დიდი მონაწილეობა მსოფლიოდან

დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ პროცესს, შევქმნათ საერთაშორისო ფორმატები უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ამაზე საუბარი იყო კოპენჰაგენში, ლა ვალეტაში და ბოლო შეხვედრაზე გაჩნდა პერსპექტივა, ჩაგვეტარებინა უფრო დიდი კონფერენცია. ამ პროცესს ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა უპასუხა შეკითხვას: „უკრაინის სამშვიდობო სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა შვედეთი. მხოლოდ ჩინეთი თუ მიიღებს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, როგორც რუსეთის სანდო პარტნიორი. თქვენ მიდიხართ ვიზიტით ჩინეთში და თუ აპირებთ ამაზე საუბარს, ჩინური მხარის დარწმუნებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში?“

„ჩვენი მიზანია, კონფერენციის ორგანიზება გავაკეთოთ ისე, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად დიდი მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან – არაბული სამყაროდან, სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან და ჩინეთმაც რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მომავალშიც იქნება ამაზე საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთში ვიზიტისას საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

„რაც შეეხება შეკითხვას ჩინეთში მოგზაურობის შესახებ, ჩვენ დიდი სპექტრი გვაქვს გეოპოლიტიკური, პრობლემური საკითხებისა, რომლებზეც ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ამ თემებში შედის ის საკითხიც, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობასაც მოიცავს. ჩვენ მეტად თუ მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი ინვესტიციებით და ეკონომიკური აქტივობით მთელ მსოფლიოში, ჩინეთი ყოველთვის იქნება გერმანიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.