გერმანიის ქალაქ ლინცში ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა

18:24, 06.09.2024

გერმანიის ქალაქ ლინცში ალბანეთის მოქალაქე 29 წლის მამაკაცი მაჩეტეთი და დანით პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ძალოვნების მოკვლით დაიმუქრა.

ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეცრაზმმა ეჭვმიტანილის დაკავება განყოფილების დაკეტილ შესასვლელთან შეძლო.

გავრცელებული ცნობით, მან არაერთხელ დაიყვირა: „ალაჰუ აკბარ!“

პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, ელექტროშოკერის გამოყენების შედეგად მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

პოლიციის თანამშრომლები არ დაშავებულან.

სამართალდამცავებმა მამაკაცის ბინაში ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა აღმოაჩინეს.

გერმანიაში ბოლო პერიოდში ცივი იარაღით თავდასხმების რიცხვი გიაზარდა. საპასუხოდ, გერმანიის ხელისუფლება ცივი იარაღის ტარების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს.

მსგავსი