ოლაფ შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს, მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს
ოლაფ შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს, მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეებს, რომლის შესახებაც საფრანგეთის ლიდერმა სორბონის უნივერსიტეტში ისაუბრა.

„საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს. თქვენი სიტყვა შეიცავს კარგ იმპულსებს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავწევთ წინ ევროკავშირს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს. გაუმარჯოს ევროპას“, – დაწერა „ტვიტერში“ გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სორბონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის. მისივე თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა იყოს გლობალურ ასპარეზზე.