ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთში არჩევნები მოიპარეს
France's leftist movement La France Insoumise (LFI) party leader, MP and candidate for the 2022 presidential election Jean-Luc Melenchon smiles as he takes part in the political show 'Elysee 2022' on French TV channel France 2, in Saint-Denis, near Paris on February 10, 2022. (Photo by Thomas COEX / AFP)
ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთში არჩევნები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მელანშონიმ ასევე მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ და 7 სექტემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
„დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მატილდა პანომ კი განაცხადა, რომ მაკრონი „თავს კვლავ ავტოკრატად მიიჩნევს“.
„მიშელ ბარნიეს დანიშვნით პრეზიდენტი უარს ამბობს, პატივი სცეს ხალხის არჩევანს, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე გააკეთეს“, – აღნიშნა პანომ.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრად დაენიშნა კანდიდატი მემარცხენე ბლოკ „ახალი სახალხო ფრონტიდან“, რომელმაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიშელ ბარნიე დაასახელა.