ოლაფ შოლცი - რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება
რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი დიდი შეშფოთებით უყურებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას.
„რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება. ჩვენ ერთხმად ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად“ – აღნიშნა შოლცმა.