ოლაფ შოლცი – რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება

15:01, 15.12.2021

რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი დიდი შეშფოთებით უყურებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას.

„რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევას, მაღალი საფასური ექნება. ჩვენ ერთხმად ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად“ – აღნიშნა შოლცმა.

მსგავსი