მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ომის ესკალაციისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცმა აღნიშნული განცხადება ბერლინში, გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა გაკვეთილი, რის ფონზეც გერმანიის შეიარაღებული თავდაცვითი მარაგების გასაზრდელად 100 მილიარდი ევრო გამოიყო.