ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებში ეჭქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას. აღნიშნულის შესახებ მან ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
შოლცის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ომი წლობით გაჭიანურდეს.
მისივე განცხადებით, „მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ არსებობს, რომელსაც სჯერა, რომ ამ ომს რუსეთისთვის აზრი აქვს“.
შოლცი ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთმა ღიად დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დასრულებას დაეხმარებოდა. პეკინი ასევე დადებითად აფასებს ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს.
გერმანიის კანცლერის თქმით, ჩინეთში ვიზიტისას მან სი ძინპინს სთხოვა, უკრაინაში ომის დასასრულებლად ზეწოლა მოახდინოს ვლადიმერ პუტინზე.