ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს.

„ამერიკის საარჩევნო კამპანია უდავოდ საინტერესო იქნება, შემადგენლობაში ცვლილებებით და ახალი თანავარსკვლავედით. ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, კამალა ჰარისმა არჩევნები მოიგოს, მაგრამ ამას ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა შოლცმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.