ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სრულწლოვან მაცხოვრებლებს უფლება ექნებათ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით.

ასევე აღინიშნება, რომ ორივე მხარის მოქალაქე პირები სარგებლობენ სოციალური დაცვის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. ამავე დროს, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, უზრუნველყოს ასეთი პირები უფლებებითა და სარგებლით, თუნდაც მეორე მხარის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

ხელშეკრულება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის, თუ არც ერთი მხარე ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე ხელშეკრულების შეწყვეტით შესახებ არ აცნობებს.

ე.წ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, დიმიტრი მედოევმა და რუსეთის წარმომადგენელმა, მარატ კულახმეტოვმა. მანამდე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა.