ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზური ენის უფასო კურსებს სთავაზობენ
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. განათლების განყოფილებაში, გალის სკოლების დირექტორებს განათლების განყოფილების გამგე და კულტურისა და განათლების კურატორი შეხვდნენ. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი აფხაზური და რუსული ენების სწავლებაზე გაკეთდა. კულტურისა და განათლების კურატორმა ნაირა ამალიამ განაცხადა, რომ აფხაზური ენის სწავლება საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს, ყველა სკოლაში უნდა მოეწყოს აფხაზური ენისა და ლიტერატურის კაბინეტები, რომელთა აღჭურვის პირობა მან უკვე მისცა დირექტორებს.
მისივე თქმით, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოწვევა.
ნაირა ამალია აცხადებს, რომ ენის ბარიერის მოსახსნელად გალის კულტურის სახლში აფხაზური ენის უფასო კურსები გაიხსნება.