ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „რუსი მშვიდობისმყოფელების“ მემორიალურ პარკს აშენებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „რუსი მშვიდობისმყოფელების“ მემორიალურ პარკს აშენებენ. როგორც რუსული მედია იუწყება, პარკი სოფელ ძარის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს და ის 2008 წელს დაღუპული რუსი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას მიეძღვნება. „მემორიალურ პარკს“ საქველმოქმედო ფონდი „ერთგულება“ ააშენებს.
„ახლა მიმდინარეობს თანხის შეგროვება მემორიალის მშენებლობისთვის. პროექტის ღირებულება 25 მილიონ რუბლს აღწევს“, – განაცხადა რუსულ მედიასთან ფონდის თავმჯდომარემ, არმენ ბეგლარიანმა.