ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მზადყოფნას ამოწმებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე დღეს სამხედრო მზადყოფნას ამოწმებენ. შემოწმების ფარგლებში, მეოთხე სამხედრო ბაზაზე განგაში დილიდან გამოცხადდა.
„სამხედროებმა ტექნიკა გამოიყვანეს და შეუდგნენ მარშს სამთო პოლიგონ „ძარწემისკენ“. სამხედროები მთიან რაიონში საველე პირობებში პირობითი მოწინააღმდეგის ძებნისა და განადგურების ოპერაციას ჩაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, მობილიზებულია 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო დანადგარები, ყუმბარმტყორცნები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა.