ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
„ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფექციურ განყოფილებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება, ყველა დანარჩენი კარანტინშია“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, ჯამში, კარანტინში 305 ადამიანი იმყოფება.