ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:54, 30.08.2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფექციურ განყოფილებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება, ყველა დანარჩენი კარანტინშია“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ჯამში, კარანტინში 305 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი