ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე, საგარეო უწყებაში დღეს დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე, საგარეო უწყებაში დღეს დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს, 17:00 საათზე გამართავს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.