ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.
ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქია საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა და დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო. თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლი ლოკალიზება შეძლეს.
ცეცხლი ასევე გავრცელებულია ახალი ათონის მიდამოებშიც.