ოკუპირებულ აფხაზეთში, სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, კერძო სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრეებს შენობაში ორი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველთა თქმით, სასტუმროში რუსი სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ.