ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლევა 96 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“ 114 პირს დაუდგინდა, მათგან 37 უკვე გამოჯანმრთელდა. 40 ინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.