ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის ე.წ. საგუშაგოს ერთი კვირით ჩაკეტავს

17:48, 18.10.2024

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 23-დან 30 ოქტომბრამდე მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. გასასვლელს ჩაკეტავს.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, „ენგურის საგუშაგოს დროებით დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით მიიღეს“.

გამონაკლისი დაიშვება „აფხაზეთის რეგიონში დაბრუნებული და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის“, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან.

მსგავსი