ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ -19“ კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა

18:50, 06.08.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლევა 96 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“ 114 პირს დაუდგინდა, მათგან 37 უკვე გამოჯანმრთელდა. 40 ინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი