ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 253 ადამიანს ჩაუტარდა, 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ხუთ კოვიდცენტრში 55 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 011 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 420 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 203 კი გარდაიცვალადა.