ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 253 ადამიანს ჩაუტარდა, 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ხუთ კოვიდცენტრში 55 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 011 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 420 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  203 კი გარდაიცვალადა.